გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ჰიდროგრაფიულმა სამსახურმა IALA- ს ექსპერტების აუდიტი წარმატებით გაიარა

19-09-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის წარმომადგენლებმა პარიზში, შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციაციის (IALA) სათაო ოფისში 2017 წელს IALA- ს ექსპერტების მიერ საქართველოს საღვაო პასუხისმგებლობის სივრცეში ნავიგაციის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული აუდიტის შემდგომ მიღებულ რეკომენდაციებზე ანგარიში წარადგინეს.

ანგარიშის თანახმად საქართველომ წარმატებით გაიარა აუდიტი და სრულად შეასრულა რეკომენდაციების ყველა პუნქტი.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური კვლავ განაგრძობს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას და საზღვაო სივრცეში ნაოსნობის უსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.