გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილს: გაიგე, ქაბატო-ჯან? ბაიდენმა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ხალხების წინაშეო, ანუ, რაც შენ არცა გქონდა, არცა გაქვს და არც კი გექნება ოდესმე!

16-11-2023

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

დავით ქართველიშვილი აღნიშნული თემით ირონიულად და რიტორიკულად სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

 

„როცა ბაიდენმა არ იცის, რომ სი ძინპინი უახლოვდება იმ რუსეთს, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული და უცებ ჩნდება კეთილმოსურნე, რომელიც ბაიდენს ამას შეახსენებს, ის კი მაინც ჯიუტად იმეორებს: „ჩვენ, ასევე, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხებისა და მსოფლიოს წინაშე, რომ ვიმუშაოთ ერთად“. გაიგე, ქაბატო-ჯან? პასუხისმგებლობა გვაქვსო ჩვენი ხალხების წინაშეო - ანუ, რაც შენ არცა გქონდა, არცა გაქვს და არც კი გექნება ოდესმე!“, - წერს დავით ქართველიშვილი.