გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ხანძარი ოზურგეთში, სოფელ მერიაში - საცხოვრებელი სახლი, რომელიც მთლიანად დაიწვა სოციალურად შეჭირვებულებს ეკუთვნოდა

20-09-2018

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ბუცხრიკიძეების საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

როგორც ადგილიდან გურიის მოამბეს აცნობეს, ოჯახი სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. დაზარალებულ მრავალსულიან ოჯახს 4 მცირეწლოვანი ჰყავს. 


მომხდარის შედეგად, ოჯახის წევრები არ დაშავებულან, ხანძრის გაჩენის მიზეზები კი ამ დროისთვის უცნობია. 

ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 


როგორც ოზურგეთის მერი აღნიშნავს, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს დახმარებას მერია გაუწვეს და მათ 10 ათასი ლარის სამშენებლო მასალებს გადასცემენ. 


მეზობლების თქმით, სამშენებლო სამუშაოებში ისინი აქტიურად ჩაერთვებიან.


guriismoambe.com