გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის მერი ჩეხეთის კარიტასის წარმომადგენლებს შეხვდა

16-11-2023

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მხარეებმა შეხვედრაზე იმსჯელეს ონის მუნიციპალიტეტის ჩამდინარე წყლებისა და წყალანირების სისტემის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შემუშავდა სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ეკოცენტრი სოსნა ერთობლივად ახორციელებენ.

 

დოკუმენტში ასახულია საქართველოში წყალმომარაგების და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხედვა და შემოთავაზებულია წყალარინების სისტემის გამართვის გზები. აღნიშნული საჭიროა იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და გარემოს არ მიადგეს ზიანი ურბანულ ჩამდინარე წყლებში არსებული დაბინძურების უარყოფითი ზემოქმედებისაგან.