| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
21-09-2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის.
უმრავლესობის წევრი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს შეხვედრას ეხმიანება.
„ასეთი მაღალი დონის შეხვედრები ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა სახელმწიფო მდივანთან შევედრას კიდევ დამატებითი ეკონომიკური იმპულსები ახლავს თან - ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რაც ტრადიციულად ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის. ეკონომიკური თანამშრომლიბის კიდევ ახალი ეტაპის დაწყება, ვფიქრობ, ძალიან ხელსაყრელი იქნება ჩვენთვის, რადგან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ ეკონომიკური გაძლიერებაა. ამერიკის შეერთებული შტატების მხირდან მხარდაჭერა, დამხარება და ამ პროცესში მათთან მჭიდრო თანამშრომლობა საინტერესო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვლმა.