გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ედიშერ გვენეტაძე სოფო ჭყონიას განცხადებაზე: მეცენატი არ არის, როგორადაც გარკვეულ ძალებს უნდათ გაასაღონ; მეორე მხრივ, ცხადი ხდება, რომ უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია და 12 ათას დოლარიანი ტექნიკის შესყიდვა არ შეუძლია

29-11-2023

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოფო ჭყონიას პოსტს, სადაც ის საზოგადოებას უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე ბრიგადის დახმარებისკენ მოუწოდებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

გვენეტაძის განცხადებით, აღნიშნული ფეისბუქ-პოსტი ერთის მხრივ ხაზს უსვამს, რომ ჭყონია მეცენატი არ არის, ხოლო მეორე მხრივ მიუთითებს უკრაინის მძიმე მდგომარეობაზე, ვინაიდან ქვეყანას 12 000 დოლარიანი ტექნიკის ყიდვა არ შეუძლია.

 

"ერთი მხრივ, ჭყონიას ეს ფეისბუქ პოსტი ნათლად აჩვენებს, რომ არათუ მეცენატი არ არის, როგორადაც გარკვეულ ძალებს უნდათ გაასაღონ, არამედ მამამისივით ჩვეულებრივი "ჟმოტი" და ვაჭრუკანაა. მეორე მხრივ კი ცხადი ხდება, რომ უკრაინა სამწუხაროდ უმძიმეს მდგომარეობაშია. ომში მყოფ ქვეყანას რომ 12 ათას დოლარიანი ტექნიკის შესყიდვა არ შეუძლია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.