გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნინო ფოჩხუა: თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა?

29-11-2023

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, უცხოური აგენტების შესახებ ევროკომისიის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


მისი განცხადებით, უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს ევროპაშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები, თუმცა, "ყინული უკვე დაიძრა" და ევროსტრუქტურებში არსებულ ვითარებას აღნიშნული კანონი მოაწესრიგებს.


"თუ ევროკომისიის ოფიციალური პირების თქმით, პროექტი უცხოური აგენტების შესახებ მიზნად ისახავს ევროპული დემოკრატიის დაცვას, საქართველოსთვის ქართული დემოკრატიის დაცვას არ ემსახურებოდა? გაუჭირდა ევროპას და ეს პროექტი წერტილს დაუსვამს იმ ვაკქანალიას, რაც დღეს ევროსტრუქტურებში ხდება. ვინ ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტს, რა თქმა უნდა იქაური გიგაურები, დოლიძეები, ლომჯარიები და ა. შ. მაგრამ ყინული დაიძრა და ამას ვეღარავინ შეაჩერებს" - წერს ფოჩხუა Facebook-ზე.