გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ალექსანდრე მოწერელიამ ხეთის რეაბილიტირებული ბაღი მოინახულა

21-09-2018

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხეთაში საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო.


გახსნას, ასევე, გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი ჯიქია, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ბაღის რეაბილიტაციისათვის ძირითადი სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსდა. საბავშვო ბაღში ჩატარებული სამუშაოს ღირებულებამ 425 000 ლარი შეადგინა.


შენობა 150 აღსაზრდელზეა გათვლილი დაშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაა ადაპტირებული.


შენობაში  წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობის, კანალიზაციის, კონდიცირებისა, ვენტილაციის სისტემები, აგრეთვე, შენობის ინტერიერ-ექსტერიერი და ეზო მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე კოლექტორები, რაც არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე მომავალმა“, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო.