გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

შშმ პირთა მხარდასაჭერად ახალციხეში ფესტივალი გაიმართება

21-09-2018

ფესტივალი "იცხოვრე ჩვენთან ერთად, გაერთე ჩვენთან ერთად" ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება. მასში მონაწილეობას შშმ პირები და ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ.

ფესტივალი, ავადმყოფთა მომსახურე სასულიერო პირთა ორდენის (კამილიელების) ფილიალის ორგანიზებით გაიმართება. ახალციხის ციხეზე იგი 22 სექტემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.

 

ისევე როგორც გასულ წელს, ფესტივალში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთში მომუშავე დღის ცენტრებისა და სკოლების ბენეფიციარები მიიღებენ. გარდა ამისა, ღონისძიებაში რეგიონში მოქმედი ანსამბლებიც ჩაერთვებიან.

 

პარალელურად, ციხის ტერიტორიაზე შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვადასხვა მასტერკლასი გაიმართება, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

ფესტივალს პოლონელი სტუმრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.



knews.ge