გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გადარჩენილი სიცოცხლე რუსთავში, ქუჩაში 67 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავეს

21-09-2018

რუსთავის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა 67 წლის მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა.


გამოძახებაზე მყოფ ეკიპაჟს აცნობეს რომ მამაკაცი მოულოდნელად ქუჩაში ცუდად გახდა და უგონო მდგომარეობაში დაბლა დაეცა. ადგილზე ექიმები დროულად მივიდნენ, პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, მამაკაცს გული უკვე გაჩერებული ჰქონდა.


მედპერსონალმა პაციენტს დაუყოვნებლივ გაუწია გულ-ფილტვის რეანიმაცია, ჩაუტარდა ხელოვნური სუნთქვა და გაეწია დახმარება მედიკამენტებით.


წარმატებული მანიპულაციის შედეგად, მამაკაცს სუნთქვა და გულისცემა აღუდგა, რის შემდეგაც პაციენტი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.


სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები – პარამედიკოსი ლევან ვალიშვილი, ექთანი ინგა გალდავა და მძღოლი, ჯემალ დავითაშვილი.



geopressnews.ge