| « აგვისტო 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 | ||||||
24-09-2018
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ “რუსთავი2”უწყება.
ტელეკომპანიის ცნობით, ბაზარში 6 პირისგან შემდგარი დაჯგუფება შევიდა, რომელიც სოფელ ყარაჯალას 4 მაცხოვრებელს ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულთაგან ერთი 14 წლის მოზარდია, სამ პირს კი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული.
როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა “რუსთავი2”-ს განუცხადა, თავდამსხმელთა ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, ნაწილს კი ხელკეტები ეჭირა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში ინციდენტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ში ინციდენტის დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.