გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ “ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?!

6-12-2023

„არადა 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ „ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?! ან თუ იცის, რატომ არ ასახელებს?!" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, გიორგი გახარიას თაობაზე.


ქადაგიძე გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ იცის ის 25 ოჯახი ვის ჯიბეშიც მიდის ქართული ეკონომიკა. „ხალხის ძალის“ წევრი კითხვას სვამს, თუ გახარიას აქვს ეს ინფორმაცია, რატომ არ ასახელებს მათ.


„დარვინს რომ პოლიტიკურ ევოლუციაზე დაეწერა თეორიები, იდიოადაპტაციასა და დეგენერაციას, გახარიას მიუსადაგებდა - თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსი იქცეს, ადამიანის მსგავს მაიმუნად… მეო ბატონო, სულ ზეპირად ვიცი ის 25 ოჯახი, ვის ჯიბეშიც მიდის ქართული ეკონომიკაო… არადა 10 წელი ყველა მთავარი თანამდებობა მოიარა ამ „ქოსა-ტყუილამ” და 2 წელია აღმოაჩინა კორუფცია?! ან თუ იცის, რატომ არ ასახელებს?! რა „ვოზდუხაც” მანამდე იყო, ისეთივე „ჩოილარი” დარჩა ოპოზიციაში!“ - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.