გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 248 ფაქტი გამოვლინდა

24-09-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ნადირობის სეზონის გახსიდან ერთი თვის მანძლზე, უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 248 ფაქტი გამოვლინდა.

კერძოდ, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით,  ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა .. "მანოკი", რომლითაც მოქალქეების მიერ გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა ხდებოდა. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.