გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქვეყნის მასშტაბით სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე შვიდი მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

24-09-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისსა და რეგიონებში ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა - მხილების მიზნით მასშტაბური ღონისძიებები განახორციელეს.

ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, საგამოძიებო უწყებამ შესაბამისი სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი 23 ხის სახერხი საამქრო გამოავლინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე, 7 მეწარმე სუბიექტი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

ამ ეტაპზე, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. ღონისძიებების ფარგლებში გამოვლენილი სხვა არარეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროებთან მიმართებაში ტარდება სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით გრძელდება.