გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გაიხსნა

24-09-2018

ბათუმში, "ბლექ სი არენაზე" 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა  გაიხსნა.

 

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ბათუმი ორი კვირის განმავლობაში უმთავრეს საჭადრაკო ღონისძიებას უმასპინძლებს.

 

"მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელებს იმ ნდობისთვის, რამაც მოგვცა საშუალება დღეს, საქართველოს ამ ულამაზეს ქალაქში - ბათუმში გვემასპინძლა საჭადრაკო ოლიმპიადისთვის.

ისეთი მნიშვნელოვანი სპორტული ფორუმის მასპინძლობა, რომელშიც ჩართულია ათასობით მონაწილე და მოხალისე, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პატივი და გამოწვევაა.


მოგეხსენებათ, საქართველო გახლავთ უდიდესი საჭადრაკო ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელმაც მსოფლიოს საჭადრაკო საზოგადოებას ისეთი დიდი სახელები აჩუქა, როგორიც გახლავთ: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია და ბევრი სხვა.


ამ ადამიანებმა საჭადრაკო სამყაროში მთელი ეპოქა შექმნეს, ისტორია დაწერეს და მნიშვნელოვანია მათი მიღწევების ტრადიციად ქცევა. 

მინდა, გამოვხატო ჩემი პატივისცემა ტურნირის თითოეული მონაწილის მიმართ და დაგიდასტუროთ სრული მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის სახელით. 

სწორედ ჩვენი მთავრობის, სამინისტროს და ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ბათუმი ორი კვირის განმავლობაში უმთავრეს საჭადრაკო ღონისძიებას უმასპინძლებს.


დარწმუნებული ვარ, შეჯიბრების მონაწილეებს ექნებათ საშუალება, გაიცნონ ჩვენი ქვეყნის სილამაზე და ჩვენი ხალხის სტუმარმასპინძლობის გამორჩეული თვისება.


წარმატებას ვუსურვებ შეჯიბრების მონაწილეებს! ჩემს განსაკუთრებულ მხარდაჭერას კი, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებების მიმართ გამოვხატავ.

ჩვენი მოჭადრაკეები, გამორჩეულად კი გოგონები, ყოველთვის იყვნენ ლიდერთა შორის და მათგან კიდევ უფრო მეტს ელის ქართველი გულშემატკივარი. ისინი ხომ საქართველოში ითამაშებენ!


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ტურნირის თითოეულ მონაწილეს და წარმატებები მათ ჭადრაკის დაფასთან!"  - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.