გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

გიორგი ხატიძე: ქვეყნის განვითარება და მიმდინარე რეფორმები  ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინდექსებზე აისახება

24-09-2018

პარლამენტის წევრის, გიორგი ხატიძის განცხადებით, ქვეყნის განვითარება და მიმდინარე რეფორმები ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინდექსებზე აისახება.


“საქართველოს აქვს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ვითარდება ტურიზმი, გვაქვს ღია ეკონომკა და საერთაშორისო მისიებში წარმოვადგენთ პარტნიორს დასავლეთისთვის. ქვეყნის განვითარება და მიმდინარე რეფორმები აისახება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ინდექსებზე” -  განაცხადა გიორგი ხატიძემ.


Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში, 2018 წელს, საქართველომ, მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების მიხედვით, 2017 წელთან შედარებით  პოზიცია ორი საფეხურით გაიუმჯობესა და მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს თავის მხრივ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე.