გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია შენდება

12-12-2023

კასპის მუნიციპალიტეტის კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

ამბულატორია, ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს ,,სოფლის ექიმი’’-ს სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შენდება.

 

მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი.მ. ვახტანგ ბუაძე - ონიანი ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 160 999 ლარია.

 

ადმინისტრაციულ ერთეულში 8 სოფელი შედის, მათ შორის 4 გამყოფი ხაზის პირა სოფელია ერთი კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე.

 

ამბულატორიის მშენებლობის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფაა.