გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

2024 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით 2 მილიარდ 952 მილიონ ლარია გათვალისწინებული

13-12-2023

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, 2024 წელს დაფინანსება იზრდება 273 მლნ ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 952 მილიონ ლარს, მათ შორის, გათვალისწინებულია:


• ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯარისკაცებისა და პოლიციელების ხელფასების ზრდამ შეადგინა 45%;
• თავდაცვის შეიარაღებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, გამოყოფილია 330,0 მლნ ლარი
• შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისთვის, გათვალისწინებულია 131 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში, 2024 წელს დაგეგმილია დამატებით 30 სახანძრო მანქანის შესყიდვა.