გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოზარ სუბარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი

14-12-2023

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას.


სუბარის თქმით, ეს არის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობის და დიდი ძალისხმევის შედეგი.


"გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! ეს არის ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის და დიდი ძალისხმევის შედეგი, რაც ჩვენმა ქვეყანამ სრულიად დამსახურებულად მიიღო. ევროპულ ოჯახში ინტეგრაციამდე კიდევ დიდი შრომა და ბევრი გამარჯვებაა, რასაც ჩვენს ხალხთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ," - წერს სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში.