გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

რუსთავში 28 წლის ორსული ინსულტით გარდაიცვალა

26-09-2018

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. 28 წლის ქალი, რომელიც 36 კვირის ორსული იყო ინსულტით გარდაიცვალა.


ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს

"სასწრაფოს ეკიპაჟმა მოიყვანა 28 წლის ქალი, რომელიც იყო 36 კვირის ორსული. სხეულზე აღენიშნებოდა იასამნისფერი ლაქები, ფიქსირებული ფოტორეაქცია არ იყო, მოვიდა მიმდინარე გულ-ფილტვის რეანიმაციით, ჩვენ გავაგრძელეთ დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები, რომელიც ჩატარდა პროტოკოლის სრული დაცვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ნაყოფის გადარჩენაც ვერ მოხერხდა. ჩემი ინფორმაციით მეორე დღეს დაგეგმილი იყო საკეისრო კვეთა" -აცხადებს გადაუდებელი განყოფილების მორიგე ექიმი ლევან სუტური.


გარდაცვლილს 4 წლის შვილი და მეუღლე დარჩა.



imedinews.ge