გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბოლნისში მეუღლის ცემაში ბრალდებულს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა

26-09-2018

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ნ.ი. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ი. ერთი წლის მანძილზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სისტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად ძალადობდა მეუღლეზე.

2018 წლის18 ივლისს, ნ.ი.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - ი.ი.-ს შვილის თანდასწრებით თავისა და მკლავის არეში მუშტი დაარტყა.

სამართალდამცველებმა ნ.ი. 2018 წლის 20 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნ.ი. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.