გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: შოვში ლანჩხუთისა და ჩოხატაურში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი, ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარ

18-12-2023

წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


პრემიერის თქმით, ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე.


„წელს დიდი ტრაგედია მოხდა შოვში, ასევე დიდი პრობლემა და ტრაგედია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მომხდარი სტიქიური უბედურების გამო დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 10 მილიონ ლარი. ჯამში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ არც ერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩეს სახლების გარეშე", - განაცხადა პრემიერმა.