გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

კასპში ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს

20-12-2023

კასპის სოფელ ზემო ხანდაკში ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა.

 

კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები, ყოფილი თანამებრძოლები და საზოგადოების წარმომადგენლები სოფელში ტარიელის  სახელობის სკვერში შეიკრიბნენ, სკვერში მდებარე პოლკოვნიკის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს,  მის ხსოვნას პატივი მიაგეს და ბრძოლის ეპიზოდები გაიხსენეს.

 

ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისასგ მირულად დაიღუპა ბრძოლის ველზე.

ტარიელ შარიფაშვილს  63 წელი შეუსრულდებოდა.