გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ქობულეთში ხელოვნების სკოლის 22 პედაგოგს ანაზღაურება შეუმცირეს

26-09-2018

ქობულეთის ხელოვნების სკოლის მასწავლებლებს ანაზღაურება შეუმცირეს. ინფორმაციას „აჭარის ტელევიზია“ ავრცელებს.


სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგებისთვის ხელფასების დაკლების მიზეზად, სკოლის მენეჯმენტში მოსწავლეთა სიმცირეს ასახელებს.


პედაგოგები ამბობენ, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მათ მხოლოდ 10 მოსწავლის აყვანის უფლება აქვთ.


ხელმძღვანელის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, მოსწავლეები მასწავლებლებს შორის გადაანაწილეს, რადგან პედაგოგებმა თანაბარი ანაზღაურება აიღონ.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე უკვე მსჯელობენ. მათივე ინფორმაციით, შენობის რემონტის შემდეგ მოსწვლეთა მომართვიანობა გაიზრდება და პედაგოგებისთვის ხელფასები საათობრივად გაიცემა.


ცნობისთვის, ყველაზე დატვირთული მასწავლებლის თვიური ანაზღაურება 480 ლარია.


imedinews.ge