გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ადამიანის თავისუფლების ხარისხით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს, ასევე ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას

22-12-2023

გამოქვეყნდა „ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2023“, რომელიც მსოფლიოს 165 ქვეყანასა და ტერიტორიაზე, ადამიანის თავისუფლების ხარისხს სწავლობს ათეულობით სხვადასხვა ინდიკატორზე და კვლევაზე დაყრდნობით.


რეიტინგში საქართველო მსოფლიოში 42-ე ადგილს იკავებს მონტენეგროსთან ერთად თანაბარი ქულით, ამასთან უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა დანარჩენ ქვეყანას. გამოცემის შეფასებით, 2012 წლის შემდეგ რეიტინგმა მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო და ქვეყანა უკვე 27 ადგილით არის დაწინაურებული.


ინდექსს და მსოფლიო რეიტინგს ფაიზერის ინსტიტუტი და კატონის ინსტიტუტი ერთობლივად აწარმოებს.