გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტურისტული უკუკავშირის ახალი პროექტი

27-12-2023

უცხოელ და ქართველ მოგზაურებთან კომუნიკაციის ხელშეწყობისა და უკუკავშირის მიღების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ციფრული პროექტი მოამზადა.


ელექტრონული კითხვარების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, მოხდება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტის და მომსახურების დონის შეფასება, ტენდენციების და საჭიროებების იდენტიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით.


წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სხვადასხვა საკითხზე 4 ათასზე მეტ შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება.  ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, უცხოელ და ქართველ მოგზაურებს საშუალება აქვთ  ადმინისტრაციას 24 საათიან რეჟიმში, ცხელ ხაზზე  0 800 800 909 დაუკავშირდნენ.   


ცხელ ხაზთან ერთად მუშაობს საინფორმაციო ელექტრონული ფოსტა. feedback@georgia.travel