გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პირველი საჯარო განხილვა გაიმართა

29-12-2023

კანონის პროექტის „ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების კოდექსი“ პრეზენტაციასა და საჯარო განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. კანონპროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის (WMDT) სამსახურის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შემუშავდა.


სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„კანონპროექტი მოიცავს ქიმიური ნივთიერებების და ნარევების კლასიფიცირების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და ინფორმაციის წარდგენის წესების, ასევე რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვის წესების დადგენას. აღნიშნული კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს და მისი მიღება, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მოგვენიჭა, უმნიშვნელოვანესია. ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც ეფექტიანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მისაღები საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.


კანონპროექტის მიზანია ქიმიური ნივთიერებებისა და ნარევების მავნე ზემოქმედებისგან ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა, ნივთიერებებთან, ნარევებთან და საგნებთან უსაფრთხო მოპყრობისა და გამოყენებისთვის საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა,ნივთიერებებთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასების ალტერნატიული მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა, ნივთიერებების, ნარევებისა და საგნების თავისუფალი მიმოქცევის, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ზრდის ხელშეწყობა.