გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ნიშნავს გარანტირებულ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას

30-12-2023

"ხალხის ძალამ" ქვეყნის სასიკეთოდ, კიდევ უფრო მეტი ძალა იგრძნო და დარწმუნებული ვარ, სიმართლის თქმას მეტი ზურგი ექნება", - ასე გამოეხმაურა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.


ხუნდაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი სამშობლოს სიყვარულთან, ღირსებასთან, წარმატებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდება.


"მივესალმები ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას. ეს ნიშნავს გარანტირებულ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას. "ხალხის ძალამ" ქვეყნის სასიკეთოდ კიდევ უფრო მეტი ძალა იგრძნო და დარწმუნებული ვარ, სიმართლის თქმას მეტი ზურგი ექნება. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულთან, ღირსებასთან, წარმატებასთან და გამარჯვებასთან ასოცირდებოდა. ასე იყო აქამდე და ასე იქნება ახლაც. 2012 წლის შემდეგ ჩვენ ყველა სამშობლოს მხარეს ვდგავართ!"- წერს ხუნდაძე.