გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

პრემიერ-მინისტრი სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

7-01-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან - ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო.


საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ: პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.


საზეიმო ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.

სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.