გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკა სეფაშვილი გიორგი გახარიაზე: კანონის უზენაესობის დარღვევას ემხრობოდა ეს კაცი, სწორედ ამიტომ უღალატა ქვეყანას, სამშობლოს სახელმწიფოებრივი შენების პროცესს

11-01-2024

„ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მედიასთან გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას გამოეხმაურა.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არამცთუ დებატებში, არამედ საუბარში არ უნდა შევიდეს გიორგი გახარიასთან.


„ბატონი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა, ვფიქრობ აღმაშფოთებელია იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არამცთუ დებატებში, არამედ საუბარში არ უნდა შევიდეს გიორგი გახარიასთან, რომელმაც უღალატა ქვეყანას და საკუთარ ხალხს და უღალატა იმ პრინციპს, რასაც ჰქვია კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობის დარღვევას ემხრობოდა ეს კაცი, სწორედ ამიტომ უღალატა ქვეყანას, სამშობლოს სახელმწიფოებრივი შენების პროცესს“, - განაცხადა სეფაშვილმა.