გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

17-01-2024

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა.


შეხვედრას დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე (აშშ-ის საელჩო საქართველო) ალან პერსელი.


ფინანსთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე.


მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.