გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ინდური გამოცემა DeccanHerald საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ

18-01-2024

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში პოპულარული ინდური გამოცემის DeccanHerald ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა იმოგზაურა. ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის  შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა. 


“ჩაყვინთეთ საქართველოს დედაქალაქის სპა კულტურაში და თქვენ ტკივილებს მოიშორებთ. ნარიყალას ქვეშ მდებარე აბანოთუბანში ჰაერი ლაყე კვერცხის სუნითაა გაჯერებული,  ბევრმა არ იცის თბილისის გოგირდის წყლების არსებობის შესახებ, რომელიც მიწისქვეშ მოედინება.   სწორედ თერმული წყაროების არსებობის მიზეზით დაარსდა თბილისი. გეოთერმული წყაროები საქართველოს დედაქალაქის კულტურისა და იდენტობის სანუკვარ ნაწილად იქცა. 


ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე თბილისის გოგირდის წყაროები ქალაქის კულტურაში, მუსიკასა და პოეზიაში აისახა“,-წერს DeccanHerald-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს თბილისის ისტორიას, ქალაქის უძველესს უბნებს, აბანოებსა და თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს, რომელსაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი სტუმრობდა.

 

https://www.newindianexpress.com/lifestyle/travel/2024/Jan/13/toasty-warm-in-tbilisi-2650136.html