გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერი: პირველი იანვრიდან ისტორიული მნიშვნელობის რეფორმას გავახორციელებთ

28-09-2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მომავალი წლის პირველი იანვრიდან მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება, რომელიც საერთაშორისო კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს მისცემს.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ და სხვა ინიციატივებზე დეტალურად თბილისში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

 

ამის შესახებ მან გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე გამოსვლის შემდეგ, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

 

„მომავალი წლის პირველი იანვრიდან ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, ისტორიული მნიშვნელობის რეფორმას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს მისცემს საერთაშორისო კომპანიებს იმ შემთხვევაში,  თუ ისინი საქართველოში გახსნიან ოფისებს  და საქართველოდან დაიწყებენ ჩვენს რეგიონში საერთაშორისო ბიზნესის კეთებას.

 

სწორედ ეს  გახლავთ ჩვენი ისტორიული როლი და ეს უნდა იყოს ჩვენი ადგილიც გლობალურ ეკონომიკაში. საქართველო უნდა იყოს საერთაშორისო ბიზნესის ცენტრი. ამ რეფორმამაც ძალიან დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა", - აღნიშნა პრემიერმა.