გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფეხბურთისა და კალათბურთის ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

24-01-2024

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თავდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუბუნაურმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა.


მემორანდუმი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე ქართული ფეხბურთისა და კალათბურთის განვითარებას ისახავს მიზნად.


ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას და სპორტულ ღონისძიებებზე უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზებას.