გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

მებაჟე ოფიცრებმა სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

29-01-2024

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი ", ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, ოთხ შეფუთვად დაფასოებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (ჯამში: 1403.28 გრამი) გამოვლინდა.


არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 14 2418.84 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.