გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

საგამოძიებოს სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

1-10-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადებინა ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ყალბი ცნობა, თითქოსდა მას საკუთრებაში გადაეცა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.


აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დანაშაულში მხილებულმა პირმა, საკუთრებაში დაირეგისტრირა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ტბაში არსებული 1 807 მ2 ფართობის კუნძული. საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362-ე მუხლების მეორე ნაწილებით მიმდინარეობს გამოძიება, რაც სასჯელის სახით თავისუფ


ლების აღკვეთას 4 -დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.