გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

კასპის მერმა მოსახლეობასთან კონსულტაციები და კრებები ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა

14-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი კონსულტაციები და კრებები ლამისყანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში თვაურებში, ლამისყანასა და ხვითში გამართეს.

 

შეხვედრის მიზანი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იყო.

 

ადგილობრივებმა შეხვედრებზე საპროექტო წინადადებები დაასახელეს, შემდეგ კი განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოქალაქეთა აქტიური თანამონაწილეობით ხორციელდება და მიზნად პრიორიტეტული საკითხების გამოვლენის შედეგად, საერთო გადაწყვეტილებების განხორციელებას ისახავს.