გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტამბოლის გამოფენაზე EMITT 2024 გაეცნენ

14-02-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში EMITT2024 მიიღო მონაწილეობა.


სტამბოლის გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციადა კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საქართველოს სტენდთან გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობდნენ  საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.


გამოფენის ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, შეხვედრები გაიმართა თურქ ტუროპერატორებთან, მოეწყო პრეზენტაცია და საიმიჯო ვიდეორგოლების ჩვენება.


3 დღიან გამოფენას მსოფლიოს 95 ქვეყნიდან 595 ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია, ასევე 150-ზე მეტი ტუროპერატორი ესწრებოდა. EMITT 2024-ს 30 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.