გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებები ხორციელდება

1-10-2018

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები თერმული ნისლის გამოყენებით მუშავდება.


გარდა ამისა, შეწამვლით ღონისძიებებთან ერთად მავნებლის საწინააღმდეგოდ  მოსაზიდი ხაფანგები გამოიყენება.

 

მიმდინარე კვირის განმავლობაში  ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება.

 

ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურების მეთოდით 670 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი კი არ გაზრდილა და კვლავაც ძველ საზღვრებში რჩება.