გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ახალციხის ციხეზე შარლ აზნავურის ვარსკვლავი ყვავილებით შეამკეს

2-10-2018

ახალციხის ციხეზე შარლ აზნავურის ვარსკვლავთან ყვითელი ვარდები მიიტანეს, თუმცა ვინ შეამკო ვარსკვლავი ყვავილებით უცნობია.

ახალციხის ციხეზე შარლ აზნავურის ვარსკვლავი ყვავილებით შეამკეს

 

ახალციხის მერიასა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვარსკვლავი ყვავილებით მათ არ შეუმკიათ.

 

"შარლ აზნავურს ნათსავები ჰყავს ახალციხეში და შესაძლოა მათ მიიტანეს ყვავილები, ჩვენ არც კი შეგვინიშნავს", – გვითხრეს ახალციხის ციხეზე.

 

ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური, რომელსაც შვიდი წლის წინ ახალციხის ციხეზე ვარკსვლავი გაუხსნეს, დღეს, პირველ ოქტომბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.



sknews.ge