გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ იუნკრების ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებები არ დავიცვათ და საქართველოს მართვის სადავეები სხვას დავუთმოთ

23-02-2024

„საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლის კიდევ ერთი სისხლიანი დღე“, -ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე იუნკერთა ხსოვნის დღეს სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული სახელმწიფო ეროვნული ღირებულებებით და ფასეულობებით.


„დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა. საქართველოს სუვერენიტეტისათვის ბრძოლის კიდევ ერთი სისხლიანი დღე. მართალია, იუნკრები ვერ გაუმკლავდნენ წითელ არმიას, მაგრამ ეს ახალგაზრდები დარჩნენ გმირებად ისტორიას.


სწორედ მათი ხსოვნა არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებები არ დავიცვათ და საქართველოს მართვის სადავეები სხვას დავუთმოთ.


ჩვენს შვილებს აუცილებლად დავუტოვებთ რეალურად დამოუკიდებელ და ძლიერ ქვეყანას. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული სახელმწიფო ეროვნული ღირებულებებით და ფასეულობებით შენარჩუნებული. ჩვენ შევძლებთ იმ ოცნებების ახდენას, რისთვისაც სიცოცხლეს სწირავდნენ ქართველი ახალგაზრდები“, -წერს ხუნდაძე.