გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გიდების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

23-02-2024

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გიდების პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მეორე დღე პანელური სესიით გაიხსნა.


სესიაში „ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი“ სხვა მომხსენებლებთან ერთად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა.


ზაურ ახვლედიანმა ისაუბრა სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებული არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების: გონიო-აფსაროსისა და პეტრას ციხის როგორც რეგიონში ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ობიექტების განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობს როგორც ამ ლოკაციების ინფრასტრუქტურით მოწყობაზე ასევე მათ პოპულარიზაციაზე.


ხაზი გაუსვა ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, არქიტექტურის და კონსერვაცია/რესტავრაციის მიმართულებით.