გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრებთან შეხვედრა გამართა

27-02-2024

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.


საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.


თავდაცვის კოდექსის პრეზენტაციის შემდეგ, უწყების წარმომადგენლებმა შეკითხვებსაც უპასუხეს. „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ წევრები განსაკუთრებით დაინტერესდნენ წვევამდელთა ეროვნული სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის პირობებით. ასოციაციის წევრებმა საკუთარი მოსაზრებებიც გამოთქვეს და თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სიახლეები დადებითად შეაფასეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კი, ასოციაციის წევრებს მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დასაქმებულების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადეს.