| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||
27-02-2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
ევროკავშირის ელჩთან შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. ირაკლი კობახიძემ და პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები შეაფასეს. აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ გზაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს შემდეგი პრიორიტეტი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რაზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, მათ შორის − ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების გზით. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩთან გაფართოების ანგარიშში მოცემული პრიორიტეტების შესრულების დინამიკა განიხილა.
17-01-2026