გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ევროკომისიამ ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა

28-02-2024

ევროკომისიის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებმა (DG SANTE) 2023 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, ქართულ თხილში  აფლატოქსინების  სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, აუდიტი განახორციელეს.

სურსათის ეროვნულმა  სააგენტომ ევროკომისიის  აუდიტორებს მიაწოდა სათანადო დოკუმენტაცია  და ინფორმაცია იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც სახელმწოფო კონტროლის ფარგლებში ხორციელდება. წარდგენილი იყო საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის შემოწმების სრული ჯაჭვი. სახელმწიფო კონტროლის სისტემის ეფექტიანობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე შეფასდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფმა, აუდიტორების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიმუშავა  და წარადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დირექტორატის წარმომადგენლებმა მოიწონეს. შედეგად, ევროკომისიის  ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალურმა დირექტორატმა (DG SANTE) ქართულ თხილში აფლატოქსინების კონტროლის სახელმწიფო სისტემა დადებითად შეაფასა, რაც ხელს შეუწყობს ქართული თხილის ექსპორტს ევროპის ბაზარზე დამატებითი პროცედურებისა და შეფერხების გარეშე.