გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ონის მერი სოფელ გლოლაში მოსახლეობას შეხვდა

29-02-2024

ონის მუნიციპალიტეტის მერი - სერგი ხიდეშელი სოფ. გლოლაში მოსახლეობას შეხვდა.

 

მერმა მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია სოფელში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა გადაჭრის გზებზეც აღნიშნულ შეხვედრაზე ერთობლივად მოხდა მსჯელობა.

 

„სოფლის საჭიროების გათვალისწინებით და მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტი შეძლებისდაგვარად დახმარებას გაუწევს მათ სოფელში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს სერგი ხიდეშელმა.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის შეხვედრები მოსახლეობასთან ყველა ადმინისტრაციულ ერთეულშია დაგეგმილი და პერმანენტულად გაგრძელდება.