გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

აჭარაში უნიკალური ქვის საწნახელის კონსერვაციას ითხოვენ

3-10-2018

ელინური პერიოდის,  ზენითის ქვის უნიკალური საწნახელი, რომელიც ქობულეთში მდებარეობს, ერთადერთი ძეგლია, რომელიც სამხრეთ - დასავლეთ საქართველოში ვაზისა და ღვინის დამზადების უძველეს ტრადიციას ინახავს.


საწნახელი ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნით თარიღდება. ადგილობრივების თქმით, საწნახელზე ნაპრალები ფართოვდება.


ისტორიკოსების თქმით, ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა. მისი განადგურება მეწყრულმა პროცესებმა და ადამიანების გულგრილობამ გამოიწვია.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის მოსახლეობა უნიკალური ქვის კონსერვაციას ითხოვს.


აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კონსერვაციას გასულ წელს გეგმავდა, თუმცა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ სპეციალისტები ძეგლს ისევ შეამოწმებენ და ტექნიკური დოკუმენტი მომზადდება.


imedinews.ge