გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპის სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

7-03-2024

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

 

ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი საქართველოს მთავრობის ინიციატივით ახალი პროგრამის ფარგლებში შენდება.

 

საბავშვო ბაღის მშენებლობას სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

 

მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივი პატარები საუკეთესო სააღმზრდელო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილი.