გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მიხეილ სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა სპეცრაზმის მანქანიდან გადმოიყვანეს

5-12-2017

რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა ბლოკირებული მიკროავტობუსიდან გაათავისუფლეს.

დაკავებული მიხეილ სააკაშვილის მანქანით გაყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. მისმა მხარდამჭერებმა ბარიკადები აღმართეთს და სამართალდამცავებს გადაადგილებსი საშუალებას არ აძლევდნენ.

დღეს, 5 დეკემბერს, კიევში საკუთარ ბინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. დილიდან გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.

უკრაინის გენპროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის საპროტესტო აქციების მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო და მისი გუნდი ფინანსებოდა იანუკოვიჩის წარმომადგენლების მიერ. უკრაინელი სამართალდამცავების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გადასცა რუსულმა მხარემ.

წყარო: news.on.ge