გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გიორგი კოპაძე: ჩვენმა გუნდმა სრულიად ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაამკვიდრა

3-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი კოპაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ კანდიდატს. სრულიად ახალი სტანდარტი ყალიბდება და ახალი სიტუაციაა, როდესაც მმართველმა გუნდმა, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელსაც აქვს ყველა ის ძალაუფლება ხელში, გადაწყვიტა, რომ ახალი პოლიტიკური სტანდარტი დაწესდეს და მოვიდეს დამოუკიდებელი კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტად. რა თქმა უნდა, აირჩა საუკეთესო, 20-ზე მეტი კანდიდატია როგორც ვიცი, მაგრამ, პირადად ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის, მთავარია, ამ ადამიანებში იყოს ღირსება და მე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილში ღირსეულ ადამიანს ვხედავ“-განაცხადა კოპაძემ.